თბილისის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლები შერჩეული წიგნების გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს “სინათლე მედიას” გაუნაწილებენ.

23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა ექსპოჯორჯიის მე-11 პავილიონში „სინათლე მედია“ ინტერაქციული სივრცით იქნება წარმოდგენილი.

პროექტი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდაჭერას და მათ მკითხველთან დაახლოებას.

სივრცეში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, პირისპირ შეხვდნენ ჟურნალისტებს, ჩაერთონ თავისუფალ დისკუსიებში, შესთავაზონ მედიას მათთვის საინტერესო თემები და გაეცნონ დამოუკიდებელი მედიის გამორჩეულ მასალებს.

აქვე სტუმრები შეძლებენ გახდნენ “სინათლე მედიის” მხარდამჭერები და კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ სინათლე, რომელიც არ უნდა ჩაქრეს.

თბილისის წიგნის ბაზრობაზე სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ ერთჯერადი “სინათლის მონეტა” და გადაცვალონ ნებისმიერ ერთ წიგნში კატალოგიდან.

თუ გსურთ, მხარი დაუჭიროთ “სინათლე მედიას”, შეგიძლიათ გახდეთ ყოველთვიური მხარდამჭერი – https://shorturl.at/l21EV
ან გადარიცხოთ თანხა ნებისმიერ დროს სასურველ ბანკში:

#GE76TB7548536080100013 | TBC
#GE06BG0000000609779465 | BOG