„ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო გადაადგილებებია.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 21 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის სტრუქტურას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაემატება, რომელსაც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

მამუკა მდინარაძის ნაცვლად  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გელა გელაძე დაიკავებს, რომელიც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრია.

შინაგან საქმეთა მინისტრად დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი კაბინეტის ვიცე-პრემიერები იქნებიან მამუკა მდინარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.