მთვარეზე ისტორული მისიის შემდეგ არტემის II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე.
ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში თბილისის დროით 04:07 საათზე დაეშვა. ოთხივე ასტრონავტი „ბედნიერი და ჯანმრთელია,“ განაცხადა კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე.
კოსმოსური ხომალდი დედამიწას მაქსიმალურად 6 აპრილს დაშორდა 406,771 კმ-ით და ამით კოსმოსში დედამიწიდან ყველაზე შორს მოგზაურობის რეკორდი მოხსნა.
ორიონის კაფსულის დატოვების შემდეგ ასტროვანტებს ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ – მათ ჯერ სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ, შეხვდნენ ოჯახის წევრებს და დაბრუნდნენ ჰიუსტონში, მისიის მართვის ცენტრში. დღეს ასევე დაგეგმილია ასტროავტების ვიზიტი თეთრ სახლში.


