აშშ-ს სახელმწიფო მდივან რუბიოს და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ამის შესახენ ინფორმაცია თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ირაკლი კობახიძემ და საუბარს ნაყოფიერი უწოდა.

„ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.