გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული ისრაელში ჩავიდა. მასპინძელმა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა აღნიშნა, რომ გერმანია არის პირველი ქვეყანა, რომლის წარმომადგენელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აშშ-თან ერთად ირანზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
“ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. სწორედ ამიტომ ჩამოვედი აქ, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მე ვარ ქვეყანაში, რომელიც ომის მდგომარეობაშია და ყოველდღე ელოდება თავდასხმას მეზობლებისგან. მე მოვინახულე ის ადგილები, რომლებსაც თავს დაესხა ირანი და პირადად ვნახე მიყენებული ზიანი.
ისრაელში ხალხი მუდმივ საფრთხეში ცხოვრობს. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ რთულ დროს. საუბრისას გიდეონ საარს მოვუწოდე, არ დაიშუროს ძალისხმევა სამომავლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები უნდა შეჩერდეს. ირანმა უნდა შეწყვიტოს ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა. ამავე დროს, დაცული უნდა იყოს ირანის ტერიტორიული მთლიანობა – ირანში ქაოსს მძიმე შედეგები მოჰყვება რეგიონსა და ევროპაში”, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული.
We stand with Israel. That is why I am here as Germany’s Foreign Minister. I’m in a region at war, in a country facing daily attacks from some of its neighbors. I visited the site of an Iranian strike, seeing firsthand the damage caused. 1/3 pic.twitter.com/GkonuvUvRX
— Johann Wadephul (@AussenMinDE) March 10, 2026
“პატივია ვუმასპინძლო ჩემს მეგობარს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იერუსალიმში. ის არის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ეწვია ისრაელს მას შემდეგ, რაც დავიწეთ ოპერაცია “ლომის ღრიალი”. ის გამოხატავს ისრაელ-გერმანიის სტრატეგიულ მეგობრობას. ჩვენ ერთად მოვინახულეთ ირანის სარაკეტო დარტყმის ადგილი ბეიტ შემეშში და შევხვდით რამდენიმე დაღუპულის ოჯახს.
აშშ-თან ერთობლივი ოპერაცია ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ არის ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეგიონში.
ჩვენ ვაფასებთ გერმანიის მორალურ ლიდერობას ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციას აღიარების პროცესში”, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი.
Honored to host my friend German FM @JoWadephul in Jerusalem, the first FM to visit since Israel launched Operation ‘Roaring Lion’. It reflects the strategic Israeli-German friendship.
We also visited together the site of the Iranian missile attack in Beit Shemesh and met the… pic.twitter.com/yj0U3Kbh4n— Gideon Sa’ar | גדעון סער (@gidonsaar) March 10, 2026
28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები. პირველივე დარტყმების შედეგად, მოკლულია ირანის 40-მდე სამხედრო ლიდერი და მაღალჩინოსანი.
ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია სამხედრო ბაზები, რომელთაც აშშ იყენებს. იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადგურზე. ირანიდან ნასროლმა ბალისტიკურმა რაკეტამ დაარღვია ასევე თურქეთის საჰაერო სივრცე. რაკეტა ნატოს სისტემებმა ჩამოაგდეს და თუმცა ირანი უარყოფს, რომ მისი სამიზნე თურქეთი იყო, უცნობი რჩება, საით იყო მიმართული იყო რაკეტა. 5 მარტს ირანული დრონების სამიზნე გახდა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტი.
ამავე თემაზე:
