ჭუბერში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ცოლ-ქმარი იყვნენ.

შემთხვევა გუშინ, 29 სექტემბერს მოხდა. მანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მდინარიდან ორივე ცხედარი ამოსვენებულია.