კასპში კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა და მიიმალა.

შემთხვევა დღეს, 25 სექტემბერს, მოხდა.

TV პირველის ინფორმაციით, ქალი მძიმე დაზიანებებით კასპიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა. მათივე ცნობით,  წყვილი ერთმანეთს 3 წლის წინ დაშორდა, მათ 4 შვილი ჰყავთ და კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.