უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება განახორციელა.

ამჯერად, უკრაინული მხარის თანახმად, აფეთქება არა შორიდან ნასროლი რაკეტებით, არამედ ადგილზე, წყლის ქვეშ განხორციელდა. კერძოდ, უკრაინელმა ჯაშუშებმა ხიდის წყლისქვეშა საყრდენები 1100 კგ ასაფეთქებელი მოწყობილობებით დანაღმეს. დღეს კი ააფეთქეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შედეგად არც ერთი სამოქალაქო პირი არ დაშავებულა. ხიდის მდგომარეობა საგანგაშოა.

ამავე ცნობით, საიდუმლო ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა და ხორციელდებოდა და მას პირადად უწევდა ზედამხედველობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილი მალიუკი.

ყირიმის ხიდზე უკრაინელებმა აფეთქება წარსულშიც განახორციელეს ორჯერ, 2022 და 2023 წლებში. ყირიმის ხიდი კრემლმა ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ააშენა რუსეთის ტერიტორიასთან დასაკავშირებლად.