“კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა და ამით მოძრაობის საქმიანობის 3-თვიანი შეფერხების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ დაგვარეგისტრირა”, – ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ავრცელებს.
მათი თქმით, რეგისტრაცია ეხმარება, საერთო შრომასა და კოლექტიურ პასუხისმგებლობას მეტი ინსტიტუციური სიმყარე შესძინონ. იქნება ეს მოძრაობის ფინანსური და ლოჯისტიკური გამართულობა; სოციალური მედიის ეფექტიანი მართვა; მესამე პირებთან ურთიერთობა თუ საქმიანობაზე ორგანიზაციული პასუხისმგებლობა.
“ახლა უკვე შეგვიძლია, წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, შევაგროვოთ სახსრები ჩვენი აქტივობების ტექნიკურ-ორგანიზაციული უზრუნველყოფისთვის. ეს თანხა მოხმარდება მოძრაობის
- კამპანიებსა და ორგანიზებას;
- რეგიონალურ შეხვედრებს;
- პროგრამის შემუშავებასა და გავრცელებას;
- საქმიანობის გაფართოებას.
მოძრაობის ფინანსური მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ.
მიმღები: ააიპ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის
ანგარიშის ნომერი: #GE22TB7648936020100010
დანიშნულებაში მიუთითეთ: შემოწირულება
გთხოვთ, არ გააკეთოთ შემოწირულება:
- ანონიმურად;
- თუ საქართველოს მოქალაქე არ ხართ;
- თუ თქვენი მუდმივი საცხოვრებელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა”, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
