ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის (“სირცხვილიას” ყოფილი წევრი) სახელებში ჩხრეკა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ჩხრეკაა სხვა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებშიც, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ.
მარიამ ბაჯელიძის მიერ ფეისბუკზე გაშვებულ ლაივსტრიმში ისმის, რომ ჩხრეკის საფუძვლად იმ მუხლებს უსახელებენ, რომლებზეც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული “ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის ლიდერი ვატო შაქარაშვილია.
საუბარია საბოტაჟზე, საბოტაჟის მცდელობასა და “მტრულ საქმიანობაში დახმარების” შესახებ.
ამ მუხლების საფუძველზე უკვე დაყადაღებულია ამ ფონდების ანგარიშები.
მალასა განახლდება.
