დღეს, 28 დეკემბერს  საქართველოს სხვა ქალაქებში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა. მოქალაქეები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში ხიდებთან შეიკრიბნენ და ერთობის ჯაჭვი შეკრეს საყოველთაო პროტესტის დაწყებიდან 31-ე დღეს. 

ერთობის ჯაჭვში მონაწილეობა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო – ის ზაალბრუკენის მოედანთან, მშრალ ხიდთან შეუერთდა მოქალაქეებს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთობის მარშს შეუერთდა. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

მოქალაქეების ერთობის გამომხატველი ჯაჭვის დროს დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. მათ პრაქტიკულად “პარალელური ჯაჭვი” ჰქონდათ:

მოქალაქეების ერთობის ჯაჭვი და პოლიციის “ჯაჭვი”. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი

მოქალაქეები თბილისში ცოცხალი ჯაჭვის შესაკრავად სხვადასხვა ხიდზე განლაგდნენ: მეტეხის ხიდი, მშვიდობის ხიდი, ბარათაშვილის ხიდი, ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი, გალაქტიონის,  ვახუშტის და  თამარ მეფის ხიდები – საბოლოოდ კი მსვლელობა მოაწყვეს და ისევ პარლამენტთან მივიდნენ.  


ერთობის ჯაჭვი გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც:

ქუთაისი:

ბათუმი:


27 დეკემბერს აშშ-მა “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა “რუსეთის სასარგებლოდ” დემოკრატიის ხელყოფისთვის. 

29 დეკემბერს “ოცნება” მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გეგმავს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ქვეყანაში.