„ტვ პირველის“ ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფს თელავის რაიონ ქვემო ხოდაშენში თავს დაესხნენ.
„ცოტა ხნის წინ თელავის რაიონის ქვემო ხოდაშენში თავს “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს დაესხნენ. შემთხვევა N 16 საარჩევნო უბანთან მოხდა. გადამღები ჯგუფი “ოცნების” დაჯგუფების წევრების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც “ტვ პირველის” ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები გადაიღო. საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ავტომობილებში სიებით იყვნენ მობილიზებული და თანხებს არიგებდნენ.
თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი და ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა სრულად დამტვრეულია. აპარატურის დაზიანებამდე ჟურნალისტმა გარკვეული მასალის გადმოგზავნა მოასწრო“, – წერს ტელეარხი.
ფოტო: ტვ პირველი
