საქართველოს მთავრობამ, 2024 წლის 23 ოქტომბრის განკარგულებით, ცესკოს შენობა სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეიყვანა.

განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, ვკითხულობთ, რომ ნუსხის დამტკიცება ხდება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის.

  •  მუხლი 222. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ან ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ჯგუფურად ან არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში.
  • მუხლი 330. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

სტრატეგიულ ობიექტად აღიარების გარდა, ცესკოს შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი გარშემორტყმულია რკინის ჯებირებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შენობასთან აქციებიც ტარდებოდა.