თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ე.წ. მალაკნების ბაზართან მოხდა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფს შორის იყო დაპირისპირება, რასაც სროლა მოჰყვა. ინციდენტში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

ვცდილობთ დამატებითი დეტალების გაგებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ინფორმაციას უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ.