ჰელსინკის კომისია თავის უახლეს ანგარიშში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორის გადახრა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ვაშინგტონისთვის.

“საქართველოს მთავრობის გადახრა პრორუსული პოზიციისკენ, და მზარდი არალიბერალური შიდა პოლიტიკა შეშფოთებას იწვევს”, — ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის პროდასავლური განწყობა მიუთითებს, რომ შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განახლება.

ანგარიშის ავტორები საჭიროდ მიჩნევენ ორმაგი სტრატეგიის მიღებას — მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას და დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების შემთხვევაში, დასავლეთში ინტეგრაციისთვის დამატებითი მექანიზმების მინიჭებას.