ევროპარლამენტმა 495 ხმით, 73-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ“.

რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაყინვის, დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისა და ანტიდემოკრატიული კანონების ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისკენ.

რეზოლუციის პროექტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპონენტების დაშინების კამპანია და ანტიდასავლური დეზინფორმაცია, დაუწესოს სანქციები რუსეთს, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არჩევნების შედეგების მიხედვით, უზრუნველყოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება.

ვრცლად რეზოლუციის შესახებ:

ევროპარლამენტი „ოცნებისგან“ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას მოელის — რეზოლუციის პროექტი