გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.

„ვინც სიძულვილს თესავს, ძალადობას მოიმკის. კესარია აბრამიძე მოკლეს პარლამენტის მიერ ანტი-ლგბტქ კანონის მიღებიდან ერთ დღეში. ღრმად შოკირებული ვარ და მოვუწოდებ მმართველ “ქართულ კოშმარს”, უმალ გაიწვიოს სამარცხვინო კანონი“, — წერს იგი.


თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს.

მკვლელობის ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს. გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობა.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარის სხვა ოფიციალური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.