ასევე “ბათუმელების” ინფორმაციით, თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო ოპერატიიული სამძებრი საქმიანობა. ბრალდებულები ჯერ დაკავებულები არ არიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ნიშნავს.

 

კანონის მიხედვით, ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *