შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში მამის მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა გორის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა.

პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი — სანადირო თოფი  — ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.