ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა, შვილი კი დაჭრა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 და 11 პრიმა 118 მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ოჯახის წევრისთვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობისა და შვილის დაჭრის შემდეგ ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა და ამჟამად კლინიკაში იმყოფება.
