უკარაინაში, კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შდეგად დაიღუპა 6, დაშავდა 75 ადამიანი.
“უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულდა, რა დროსაც გადაარჩინეს სამი ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი.
გამოცემის ცნობით, ფსიქოლოგებმა შემთხვევის ადგილას 100-მდე ადამიანს გაუწიეს დახმარება.
31 ივლისს, დილით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კრივოი-როგზე. ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ქალაქი, რომელზეც თავდასხმა მოხდა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქია და ის ივნისშიც გახდა რუსეთის თავდასხმის ობიექტი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 523 დღე გავიდა.
