საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების დეკლარაციას მოეწერა ხელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეკლარაციას ხელი ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ მოაწერეს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც განამტკიცებენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და გააღრმავებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, — წერს ტაიანი Twitter-ის პირად გვერდზე.
Con il Ministro degli Esteri della #Georgia @iliadarch abbiamo firmato oggi importanti Accordi che rafforzano le nostre relazioni bilaterali e approfondiscono collaborazione scientifica e culturale. Sosteniamo il percorso europeo della Georgia e la sua integrità territoriale pic.twitter.com/j0XTnKCHGe
— Antonio Tajani (@Antonio_Tajani) April 22, 2023
