აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო სამსახურის ცნობით, ენგურის გამშვებ პუნქტზე აკრძალული პროდუქციის გადატანა აღკვეთეს.

როგორც აფხაზური მედია წერს, საუბარია ნაძვის, ტუიას და კალისტემონის 68 ნერგზე, რომელიც აფხაზეთში კარანტინს დაქვემდებარებულ პროდუქციად მიიჩნევა და მათი გადატანა უკანონოა.

აფხაზური მხარე პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას ენგურის გამშვები პუნქტით ქართული მხრიდან კონტრაბანდულად შესული პროდუქციის შესახებ. მათ შორის საუბარია ქართულ მინერალურ წყალზე და ხაშზე, რომელიც აფხაზეთში სურსათის მაღაზიებიდან ამოიღეს.