თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.
როგორც „ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს ამის მიზეზი მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრის ჩავარდნა გახდა.
სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ამ წუთებში ცდილობენ ჩავარდნილი მოქალაქე ბაქანზე ამოიყვანონ, რის შემდეგაც მეტროს მეორე ხაზი მუშაობას გააგრძელებს.
