გაეროს ბავშვთა ფონდის სოხუმის ოფისმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სოხუმის ორ სკოლაში [№6 და №15] წყალმომარაგებისა და სანიტარული პირობების გასაუმჯობესებლად სარემონტო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.
ოფიციალური ცნობითვე, სკოლების სარემონტო სამუშაოების პროცესში, გათვალისწინებული იყო ასევე შშმ პირთა საჭიროებები.
2020 წლიდან დღემდე გაეროს ბავშვთა ფონდმა სანიტარულ-ჰიგიენური პირობები გააუმჯობესა აფხაზეთის 30 სკოლაში. ოფიციალური ცნობით, პროგრამა 2025 წლამდე გაგრძელდება და 74 სკოლას მოიცავს, რაც სკოლების საერთო რაოდენობის ნახევარია.
