უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. როგორც უკრაინული მედია წერს, აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის რამდენიმე ოლქში. საუბარია რივნის, კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ვოლინის, ხმელნიცკის ოლქებზე.
მათივე ცნობით, რუსები თავს ესხმიან ენერგოობიექტებს. კერძოდ, რუსებმა განახორციელეს სარაკეტო შეტევები მნიშვნელოვან ენერგოობიექტებზე კიროვოგრადის ოლქის კროპივნიცკის და გოლოვანევსკის რაიონებში, ასევე დაარტყეს ენერგოობიექტს ოდესასა და ქალაქ რივნეში.
კიევის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
