სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა ერთხმად მხარი დაუჭირა კანონპოექტს “ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსის შესახებ შეთანხმებაზე მიერთების შესახებ”.
“აღნიშნული კანონის მიღება სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოებს საშუალებას მისცემს, დანერგოს თანამედროვე საბაჟო ოპერაციები და ტექნოლოგიები”, – განაცხადა არსენ კვეზეროვმა, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა და კანონპროექტის ინიციატორმა.
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობას და ინტეგრაციას, 2015 წელს გაფორმდა.
