თბილისის მერიის ინფორმაციით, უწყებამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD) მხარდაჭერითა „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ნარჩენების შემკრები 74 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა.

მერიის ინფორმაციითვე, 74 ერთეულიდან 59 უკვე თბილისშია და ქალაქს ხვალიდან მოემსახურება.

მერია ასევე იუწყება, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის გარდა, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიამ“ მილსადენებისა და სანიაღვრე არხების შიდა ზედაპირის შესამოწმებელი რობოტი შესაბამისი კომპლექტით და სპეციალური სატრანსპორტო საშუალება შეიძინა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნულ სპეცტექნიკას საქართველოში ანალოგი არ აქვს.