დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა სამ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

ამის შესახებ მან 4 სექტემბერს ლონდონში ჩატარებულ წირვაზე თქვა, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა ზენონ იარაჯულის ფეისბუკ გვედზეც.

„მღვდელმთავრის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისდა გამო, რომელიც დღეს ბრძანების ტექსტებში იქნება ასახული და გამოცემული არქიმანდრიტ დოროთეს ჩამოერთვას მღვდელმოქმედების უფლება და გამწესებულია მარადქალწულ მარიამის ქციის მონასტერში სინანულისთვის,“ – თქვა მიტროპოლიტმა ზენონმა.

მღვდელმსახურების უფლება მიტროპოლიტმა ასევე ჩამოაერთვა ორ სასულიერო პირს: დავით ლონერგანსა და ნიკოლოზ მაისურაძეს. ვრცელ ვიდეოში ის საუბრობს, რომ სხვადასხვა დროს მათ არაერთი სადისციპლინო და ეკლესიური შეცდომა დაუშვეს, ასევე გეგმავდნენ მის წინააღმდეგ დემარშს – „ჩემ წინააღმდეგ შეთქმულებისდა გამო“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მიტროპოლიტი საუბრობს, ეკლესიაში გახსნილი საკვირაო სკოლაა. ის ამბობს, რომ არქიმანდრიტ დოროთეს თაოსნობით ეკლესიაში საკვირაო სკოლა იმართებოდა, მისი ბრძანების გარეშე. ზენონი ამბობს, რომ ეკლესიაშ ამისი რესურსი არ არის და არც შესაფერისი სივრცეა ამისთვის, რადგან დიდ ბრიტანეთს თავისი წესები და კანონები აქვს, რომელიც საგანმანთლებლო ორგანიზაციების მოქმედებას არეგულირებს.

ის ამბობს, რომ მღვდელმსახურბეის უფლება სამივეს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც ისინი ჩადენილს მოიმოქმედებენ.

„შეუძლიათ ამ მღვდლებმა საჩივარი შეიტანონ წმინდა სინოდში და გააპროტესტონ ჩემი გადაწყვეტილება. მათთვის ღვდელმომქედების ჩამორთმევის შესახებ, თუ ამის სურვილი ექნებათ. მე თავს ვითავისუფლებ ამ სამი შეცდომისგან, რომელმაც მე აქ სიმშვიდე არ მაღირსა,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ზენონმა.

წირვის ბოლოს ზენონი ამბობს, რომ მისთვისაც რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება – „კვირაობით საჭმელი არ მიჭამია“.

„მთავარ არხთან საუბარში“ არქიმანდრიტი დოროთი ამბობს, რომ გაკვირვებულია ამ ინფორმაციით. თუმცა, ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს. ტელეკომპანიას მან უთხრა, რომ სანამ საჯაროდ პოზიციას დააფიქსირებს, თავად უნდა გაარკვიოს რამდენიმე დეტალი.

მღვდელმთავარმა ასევე გააკრიტიკა “ლონდონის სამრევლოს” სახელით გავრცელებული ანონიმური წერილი, სადაც ისაა გაკრიტიკებული. როგორც ეპისკოპოსის განცხადებიდან ირკვევა ეს წერილი თბილისში საპატრიაროქს გადაუგზავნეს.