უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოკუპირებულ ხერსონის ოლქში ტყვეობაში მყოფი ხუთი უკრაინელი გაათავისუფლა.
ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.
ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის ერთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცია, ერთი – პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, სამი კი-მშვიდობიანი მოქალაქე.
სამხრეთში მდებარე ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის უმეტეს ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.
ბოლო დღეებში უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს, რა დროსაც რუსული იარაღის საწყობები და ტექნიკა გაანადგურეს.
