დღეს, 14 მაისსს, საქართველოში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად დმანისის სოფელ სამებასთან იყო.

მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 21:14 საათზე დაფიქსირდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში გახშირებული მიწისძვრებით მოექცა. ამ ტერიტორიაზე ზოგჯერ დღეში  რამდენიმე მიწისძვრა ხდება.

ამ თემა გირჩევთ წაიკითხოთ:

რატომ ხდება ამდენი მიწისძვრა სოფელ სამებასთან