დატბორვის შემდეგ მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა. როგორც ნეტგაზეთს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ [GWP] უთხრეს, მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

ამ ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები.

დაზიანების გამო წყალმომარაგება 09:30 საათიდან ღამის 02:00 საათამდე ათობით ქუჩას შეუწყდა. კერძოდ:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში – კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, ლარსის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ჟორდანიას, ინგოროყვას, ლერმონტოვის, პეტრიაშვილის, ოქროყანას დასახლებას; პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაკე- საბურთალოს რაიონში – კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, დოლიძის, იოსელიანის, კოსტავას, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე – ჩუღურეთის რაიონში – ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

ფოტო: ნიკა დანელია


29 აპრილის დილას ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე წყლის მილები დაზიანდა. შედეგად, დაიტბორა მარშალ გელოვანის გამზირიც. მომხდარის გამო დიღმის ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდა.