აშშ სანქციებს უწესებს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა პირადად ბელარუსის პრეზიდენტი, მისი ცოლი და რუსეთის რამდენიმე მოქალაქე. სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსი მოსამართლეებიც.

CNN წერს, რომ გაიყინება სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული ქონება და აქტივები, რომელსაც აშშ-ში ფლობენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.