გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა. მათ შორის იერიში მიიტანეს ისეთ დასახლებებზე, რომლებშიც საომარი მოქმედებები ამ დრომდე არ ყოფილა.
როგორც BBC წერს, დაბომბვას დნიპროში, სულ მცირე, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინული მხარის განცხადებით, დაბომბვა ადგილობრივი დროით 6:10 საათზე დაიწყო. ჭურვები საბავშვო ბაღს, საცხოვრებელ სახლს და ფეხსაცმელების ფაბრიკას მოხვდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
❗Around 06:10 in Novokodatsky, a district of #Dnipro, there were three #airstrikes on the city, namely a hit near a kindergarten and an apartment building, and a hit on a two-story shoe factory with subsequent combustion.
Preliminarily one person was killed. pic.twitter.com/IBOvw05m0T
— NEXTA (@nexta_tv) March 11, 2022
ქალაქ ლუცკში კი, რუსული მედიის ცნობით, იერიში მიიტანეს ქარხანაზე, სადაც საბრძოლო თვითმფრინავების ძრავის შეკეთება იყო შესაძლებელი. უკრაინული მხარის განცხადებით, ტერიტორია რუსეთის ჯარის მთავარი სამიზნეების სიაში იყო. ამასთან, შეტევა გასული ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ივანო ფრანკოვსკზეც.
რუსული მხარის განცხადებით, მათმა ძალებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ვოლნოვახა დაიკავეს, რასაც ჯერჯერობით უკრაინული მედია არ ადასტურებს.
