უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო გამოცდილების მქონე ევროპელებს მიმართა და უკრაინისა და ევროპის დასაცავად ბრძოლისკენ მოუწოდა.
ინფორმაციას უკრაინული РБК ავრცელებს.
„თუ გაქვთ სამხედრო გამოცდილება და არ გინდათ უყუროთ პოლიტიკოსების გაურკვევლობას, ჩამოდით ჩვენს ქვეყანაში და დაიცავით ევროპა ჩვენთან ერთად, სადაც ეს ძალიან საჭიროა. თქვენ უკვე დაგაშანტაჟეს გაზით. გამცირებენ. მათ სურთ თქვენი დაყოფა ისევე, როგორც დღეს ცდილობენ უკრაინის დაყოფას. დაიცავით თავი. ისევე, როგორც ჩვენ ვიცავთ თავს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ რუსეთს მოლაპარაკებები შესთავაზა. სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებები შეუძლებელია მანამ, სანამ უკრაინის არმია იარაღს არ დაყრის.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა.
