ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მებრძოლებს უკრაინაში აგზავნის.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ემზადებიან კადიროვის მებრძოლები უკრაინაში გასამგზავრებლად.

კადრები ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოშია გადაღებული.

კადიროვების კლანი თავდაპირველად რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში რუსეთის წინააღდეგ იბრძოდა, თუმცა მოგვიანებით სხვა ჩეჩნურ ძალებს დაუპირისპირდა და რუსეთის მხარეს გადავიდა.

უკრაინას რუსეთი თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა. ქვეყანაში ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს.