კორონავირუსი. კორონავირუსის ტესტი. პისიარ ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი.

ამავე პერიოდში 13 245 პირი გამოჯანმრთელდა, ჩატარდა 68 392 ტესტირება.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.93%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.84%.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 10 931
  • აჭარა – 1 876
  • იმერეთი – 3 281
  • ქვემო ქართლი – 1 193
  • შიდა ქართლი – 1 062
  • გურია – 616
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 496
  • კახეთი – 1 101
  • მცხეთა – მთიანეთი – 450
  • სამცხე – ჯავახეთი – 359
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 79

საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 1 398 059 შემთხვევა, რომელთაგან 1 154 476 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 404 გარდაიცვალა.