საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია და შესაბამისი სია სალომე ზურაბიშვილს წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კენჭისყრის შედეგად, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტს წარედგინა შემდეგი 3 კანდიდატურა:

  • თამაზ ფოლადაშვილი
  • თენგიზ თევზაძე
  • გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე შემდეგი კანდიდატურებია წარმოდგენილი:

  • ქრისტინე ქაჯაია
  • ლევან ისაკაძე
  • მაია ზარიძე
  • გია ცაცაშვილი

კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.