ალდაგის ავტოდაზღვევას მანქანის მძღოლისთვის საჭირო არაერთი საჩუქარი მოყვება. მათ, ვინც ალდაგში საკუთარ ავტომობილს აზღვევს, შეუძლიათ ისარგებლონ 24 საათიანი უფასო ასისტანსის მომსახურებით და თავიდან აიცილონ მოულოდნელობები.

ავტო ასისტანსის მომსახურებებში შედის: საბურავის შეცვლა, მცირე ტექნიკური პრობლემის ადგილზე მოგვარება, აკუმულატორის დამუხტვა, ევაკუატორის მომსახურება და საწვავის მიწოდება.

მომსახურება ვრცელდება ალდაგის ყველა ტიპის ავტოდაზღვევაზე: სტანდარტულ ავტოდაზღვევაზე, ავტო ოპტიმუმზე და ბექაფის ციფრულ დაზღვევაზე.

ავტო ასისტანსის გარდა, ალდაგში დაზღვეული ყველა მძღოლი მიიღებს შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს სხვადასხვა ავტო სერვისებზე, მათ შორის ფასდაკლებას: სოკარის და ვისოლის ქსელში, ამბოლის და ვიანორის პროდუქციაზე, 24-მდე თვითმომსახურების რეცხვას გრინვოშში.