მათივე ცნობით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია.
“კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება.
ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 133 პედაგოგი იმყოფება”, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით,სკოლებში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში, როგორც წესი, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით მოქმედებენ.
“მიმდინარე სტატისტიკიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლავ მოუწოდებს საზოგადოებას ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები, რათა მოსწავლეებმა სემესტრი სკოლის შენობაში დაასრულონ”, — აცხადებენ სამინისტროში.
ასევე:
-
166-ე სკოლასთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა – რას ამბობს სამინისტრო და რას ითხოვენ მშობლები
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
-
სამტრედიის სკოლაში ბავშვი ლურსმანს გამოედო და ოპერაცია დასჭირდა
-
სასწავლო პროცესი შეჩერებულია თბილისის 81-ე სკოლაშიც – რას ამბობს დირექტორი
-
11.10.2026
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ
-
10.10.2026
ეროვნული ბანკის განცხადება დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლოა – „ბიტექსჩეინჯი“
-
10.10.2026
ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად – კობახიძე დავითაძის საქმის გამოძიებაზე
-
10.10.2026
ილჰამ ალიევმა რამზან კადიროვს ავტომობილით ბაქო დაათვალიერებინა – პრესსამსახური
-
10.10.2026
კობახიძე ევროკავშირს ამჯერად გამოუვალი მდგობარეობის“ ღონისძიებაზე მიწვევის გამო აკრიტიკებს
-
10.10.2026
რუსეთში „ნაბეღლავის“, რამდენიმე ქართული ღვინის და კოკა-კოლის იმპორტი აიკრძალა – მედია
