ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგისაკენ მოწოდებებს მიესალმება და მხარდაჭერისათვის მზაობას გამოთქვამს.
“მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი”, — წერს ჰარცელი ტვიტერზე.
