თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 28 სექტმბერს გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ აჭარაში აღირიცხა. რეგიონების მიხედვით კი ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარაში — 175;
- იმერეთში — 38;
- თბილისში — 32;
- გურიაში — 16;
- სამეგრელო-ზემო სვანეთში — 14;
- სამცხე-ჯავახეთში — 11;
- ქვემო ქართლში — 7;
- კახეთში —4.
28 სექტემბრის 10:30 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 298 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 5 552-ს მიაღწია. სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა 148 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 2 054-ს მიაღწია.
28 სექტმბერს კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამში, 31 გახდა.
