ნეტგაზეთის ინფორმაციით, აფხაზეთის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი ექიმი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობს.

პაციენტს კორონავირუსი აფხაზეთის ტერიტორიაზევე დაუდასტურდა, თუმცა ადგილზე მკურნალობაზე უარი თქვა.

აფხაზური მხარის უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით [რომელსაც ქართული მხარე სკეპტიკურად უყურებს], აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 98 პაციენტი, რომელთაგან 37 გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.