თბილისში ყვავი 5 ადამიანს დაესხა თავს და მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. დაშავებულები კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს.

ინფორმაცია ამის თაობაზე თავდაპირველად IPN-მა გაავრცელდა და ის კლინიკაში ნეტგაზეთსაც დაუდასტურეს.

კლინიკის ინფორმაციით, ეს ადამიანები ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ყვავი მათ თავს დაესხა.

ამ დროისთვის კი ყველა მათგანი გაწერილია კლინიკიდან.