პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, გამოცდების ზუსტი თარიღი კი ივნისში გამოცხადდება.

“მინდა გითხართ, რომ ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და გამოცდების თარიღი, როგორც ყოველთვის, ივნისში გამოცხადდება”,-განაცხადა გახარიამ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.