როგორც საიტზე წერია, დანისლული ნაწილაკები, როგორც წესი, წითელი ან ნაცრისფერია, მაგრამ მათმა ცისფერმა ნათებამ მიიპყრო მისია “ახალი ჰორიზონტის” მეცნიერების ყურადღება:

 

“ეს გასაოცარი ცისფერი შეფერილობა ნისლის ნაწილაკების ზომასა და სტრუქტურაზე გვეუბნება ბევრ რამეს. ცისფერი ცა ხშირ შემთხვევაში წარმოიქმნება მზის სხივების პატარა ნაწილებად მიმოფანტვისგან. დედამიწაზე ის პატარა ნაწილები არის ძალიან მცირე ზომის ნიტროგენული მოლეკულები, პლუტონზე კი ისინი უფრო დიდი ზომისანი არიან, – მაგრამ მაინც შედარებით პატარები – გაჭვარტლული ნაწილაკები, რომლებსაც ტოლინს ვეძახით.”

 

პლუტონის ცისფერი ცა. ფოტო გადაღებულია მისია ახალი ჰორიზონტის მეცნიერების მიერ  Ralph/Multispectral Visible Imaging Camera MVIC-ით. Credits NASA/JHUAPL/SwRI
პლუტონის ცისფერი ცა. ფოტო გადაღებულია მისია ახალი ჰორიზონტის მეცნიერების მიერ Ralph/Multispectral Visible Imaging Camera MVIC-ით. Credits NASA/JHUAPL/SwRI


მეცნიერებს სჯერათ, რომ ტოლინის ნაწილაკები ფორმირდებიან მაღალ ატმოსფერულ წნევაში, როცა ულტრაიისფერი მზის სხივები თავისუფლდებიან და აზოტისა და მეთანის მოლეკულების იონიზირებას ახდენს და უარყოფითად და დადებითად დამუხტულ იონებს ერთმანეთში რეაქციაში შესვლის უფლებას აძლევს. რეკომბინირების შემდეგ ისინი კომპლექსურ მაკრომოლეკულებად ყალიდებებიან. ეს პროცესი პირველად სატურნის მთვარის ტიტანის უმაღლეს ატმოსფეროში გამოვლინდა. ბევრი კომპლექსური მოლეკულა აგრძელებს კომბინირებასა და გაზრდას მანამ, სანამ პატარა ნაწილაკებად არ გადაიქცევა. აქროლადი გაზები სქელდებიან და ფარავენ თავიანთ ზედაპირს ყინულით, სანამ მათ აქვთ დრო ჩამოვარდნენ ატმოსფეროდან ზედაპირზე, სადაც ისინი პლუტონს სიწითლეს მატებენ.

გაყინული წყალი პლუტონზე. ფოტოზე ხედავთ პლუტონის ზედაპირის მიდამოებს, სადაც გაყინული წყალია. Credits: NASA/JHUAPL/SwRI
გაყინული წყალი პლუტონზე. ფოტოზე ხედავთ პლუტონის ზედაპირის მიდამოებს, სადაც გაყინული წყალია. Credits: NASA/JHUAPL/SwRI



 “ახალი ჰორიზონტის” მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი პლუტონზე გაყინული წყლის პატარა მიდამოების არსებობაა.



“გაოცებული ვარ იმით, რომ გაყინულ წყალს ასეთი წითელი ფერი აქვს. ჩვენ ჯერ ვერ გაგვირკვევია, ერთმანეთთან რა ურთიერთქმედებაში არიან პლუტონის ზედაპირზე არსებული გაყინული წყალი და მოწითალო ფერის ტოლინები.”

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *