პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით ბაღდათის მუნიციპალიტეტ სოფელ ხანში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით 1972 წელს დაბადებულმა ა.ს პოლიციელს თავს დაესხა და ჭრილობა მიაყენა. დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც მან სამსახურეობრივი მოვალეობის გაგრძელება შეძლო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
