ლაშა აბაშიძე ამ დრომდე ვაკის რაიონის გამგებლად მუშაობდა. მან ამ პოსტზე გივი ჭიჭინაძე შეცვალა.
თბილისის ვიცე–მერის კანდიდატურა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერმა ეკონომიკის მინისტრად დანიშნა.
დავით ნარმანიას განცხადებით, ლაშა აბაშიძის კანდიდატურა თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარედგინება.

