შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილის ჯანმრთლების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკაში არ უარესდება- განუცხადა “ნეტგაზეთს”  ინგოროყვას კლინიკის რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ.

 

შს მინისტრობისას ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა ინგოროყვას კლინიკაში 29 აგვისტოს ღამით დაჭრილი გადაიყვანეს. მას ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული.  

 

კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, გვაზავას მრავლობითი მოტეხილობის გამო ჩაუტარდა სახის ძვლების ოსტეოსინთეზი, ის მართვის სუნთქვაზე იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში.

 

“პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკაში არ უარესდება”, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

 

28 აგვისტოს ოქროყანაში გვაზავას ნათესავი, ყოფილი პოლიციელი რევაზ კალომლეწავი მოკლეს, ხოლო დაჭრილი ლევან გვაზავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მუხლით. 

ლევან გვაზავა © ნიუპოსტს
ლევან გვაზავა © ნიუპოსტს

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *