პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „მე დავბრუნდების” ინიციატივით და ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და იმერეთის გუბერნიის მხარდაჭერით ტარდება.
“ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება 15 წარმატებული ქალი იმერეთის ყველა რაიონიდან. ღონისძიების შემდეგ გაიმართება ბანკეტი. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ცნობილი პიროვნებები და ოფიციალური პირები,”- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, დაესწრება თუ არა ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

